სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

28.09.26 15:05
სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე სხვა ბავშვს მისდევდა, რა დროსაც სპორტდარბაზის კარი მიიხურა და კარზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულმკერდის არეში გამოედო.

მოგვიანებით მოსწავლეს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს.

ფაქტს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ. რესურსცენტრის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მათ მოგვიანებით შეიტყვეს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, რესურსცენტრის ინფორმაციით, სპორტდარბაზის კარზე დამაგრებული ლურსმანი ადმინისტრაციამ შემთხვევისთანავე ამოიღო.

შენიშვნა: ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა  მთავარმა ამბებმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები