"მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო" - ბექა ბასილაია გია ვოლსკის პასუხობს

28.09.26 15:09
"მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო" - ბექა ბასილაია გია ვოლსკის პასუხობს

 

 

"მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო" - ქართული ანდაზით პასუხობს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასიალაია, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ  "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

ბასიალაიას თქმით, "ძალიან ნიშანდობლივია, როდესაც ვოლსკი საუბრობს ნარკოტიკებზე". 

ძალიან ნიშანდობლივია, რომ, ნარკოტიკების თემაზე საუბრობს, თან ცილისმწამებლურად გია ვოლსკი.  ეს ძალიან ნიშანდობლივია და ეს იქნება ჩემი პასუხი ამ უბინძურეს ცილისწამებაზე. ქართული ანდაზაა, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო" - ამბობს ბექა ბასილაია. 

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა - სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი "ოცნების" დამფუძნებელს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყუნებს - სააკაშვილის მტკიცებით, ასევე ივანიშვილმა დაასაქმა "ქოლცენტრებში" ჩვენი მოქალაქეები და ისინი "თაღლითებად აქცია". 

სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხეს "ქართულ ოცნებაში" - გია ვოლსკი ირწმუნებოდა რომ "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

მსგავსი სიახლეები