დააკავეს “ოცნების“ დეპუტატის შვილი - ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფაა
სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით სამსონიძის შვილი დააკავეს.
ინფორმაცის “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ხულიგნობას, სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს.
რესტორანში დაპირისპირება 26 სექტემბერს მოხდა. დღეს კი დაკავებული ვლადიმერ (ვაკო) გარსევანიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე, დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც სასამართლო პროცესზე სამართალდამცველმა განმარტა, პოლიცია „ედემში“ 26 სექტემბერს გამოიძახეს. სწორედ მაშინ მიაყენა დეპუტატის შვილმა პოლიციელების შეურაცხყოფა.