არ ვაპირებ სახლში დამალვას, არც ქვეყნიდან წასვლას - გელა ხასაის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
„არაფრის შეცვლას და კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისევ შემაბრუნონ“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ის საქმიანობის გაგრძელებას იმავე ფორმით აპირებს, როგორც დაკავებამდე და არც ქვეყნის დატოვვას ან საზოგადოებრივი აქტივობის შეწყვეტას გეგმავს.
მეგონა, რომ სადღაც 7 საათისკენ გამომიშვებდნენ, იმიტომ, რომ გუშინ გვიან ღამე წამიყვანეს ანაბეჭდებზე, რომ დილით ადრე გიწევს გასვლაო და წინასწარ მოიშორეს, მაგრამ არ ვიცი, გაიწელა.
მთავარი, რამაც დადებითად გადაწონა ჩემი გადაწყვეტილება, იყო ის, რომ ჩემთვის მნიშნელოვანი იყო ჩემი, ნებისმიერი ქმედება მოახდენდა გავლენას იმაზე თუ არა, რომ სხვა ადამიანებზეც ჰქონოდა რეაგირება. და, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა მედავებოდა რაღაც სიგიჟეს, ეს არ იყო პროპაგანდისთვის ისეთი ამბავი, რომ მაგალითად, ვიღაც სხვისთვისაც ეთქვათ, რომ აი, ეს ადამიანი რაღაც... პიროვნულად ჩემზე თუ იტყვიან, რომ "მოძალადე" ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს, მართლა არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე, უბრალოდ მთავარი ამოცანა, ამბავი იყო ის, რომ მე ვერ გამომიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის, ვერ იტყვიან, რომ ჩემი ეს ქმედება რაღაც აქციის ფორმატი იყო, ან არ ვიცი, პოლიციელი ცემა, ან ნებისმიერი სხვა რამე... აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანი ნახეს ჩხუბის კადრებში, რომ გაიარა, ჩამოიარა, მივიდა-მოვიდა და გამოიყენეს...
ზუსტად 30 სექტემბერს დამაკავეს. 30-მდე რასაც ვაკეთებდი, იმას ვაპირებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ, ისევ შემაბრუნონ, მაგრამ არ მინდა ციხის რომანტიზება, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, რომ ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე, ანს ახლში დავიმალო, ან სხვა საქმე მოვძებნე. ეს აღარ არის უკვე ღიად ოპოზიციონერის და "ქართული ოცნების" ჯახი, ეს უკვე სკოლები, ბაღები - ყველა სფეროს შეეხო და ადამიანი, რომელიც იძახდა, რომ მე აპოლიტიკური ვარ, შეიძლება მოუწიოს ქუჩაში გამოსვლა, გაპროტესტება. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ყველას შეეხება, ვერ იაზრებდნენ ამის შინაარსს და აი, ახლა ვდგავართ იმის წინაშე, რომ მაგალითად, კანონი, რომელიც ეხებოდა რუსთაველის ხალხს, შეიძლება გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც, მაგალითად, სკოლის არდანგრევას ითხოვენ თუ ა.შ., - თქვა გელა ხასაიამ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. გლდანის ციხესთან მას კოალიციის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
ხასიას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.