მეორედ მომიკლეს, როდესაც მკვდარი წამართვეს - ლექსო ლაშქარავას დედა

02.12.21 17:10
მეორედ მომიკლეს, როდესაც მკვდარი წამართვეს - ლექსო ლაშქარავას დედა

მეორედ მომიკლეს, როდესაც მკვდარი წამართვეს - ამის შესახებ "პირველებს" "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედამ, თინათინ კახიძემ განუცხადა.

შვილმკვდარ დედას გამოძიების იმედი არ აქვს და ამბობს, რომ უმძიმესი დღიდან 5 თვის თავზეც კონკრეტული ინფორმაცია არავის მიუწოდებია: 

5-ში ხუთი თვე სრულდება, რაღაცა ხომ უნდა მითხრან?! სიმართე არის ის რომ ჩემი შვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. სცემეს, მოკლეს მეორედ მომიკლეს, როდესაც მკვდარი წამართვეს"- აცხადებს ლაშქარავას დედა. 

ტვ პირველის ოპერატორი დღეს 39 წლის გახდებოდა, ლექსო ლაშქარავას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები და კოლეგები შეიკრიბნენ.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები