მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა

29.09.26 16:44
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა

მთავრობამ საპატრიარქოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2242-ე განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა, 345 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საპატრიარქოს უზუფრუქტის უფლებით გადასცეს.

 "1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო

ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით

გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანში მდებარე 346 კვ/მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა №1 (მშენებარე) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.54.09.625).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება", - ნათქვამია განკარგულებაში.

ფოტო BM.GE