მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ფერდი ჩამოიშალა

29.09.26 18:40
მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ფერდი ჩამოიშალა

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა - ინფორმაციას და ფოტოებს ბათუმის მერია ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით.

ამასთან, ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო. განცხადების მიხედვით, შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის.


ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები