Black Sea Arena-ს სახურავის შესაკეთებლად, სავარაუდოდ ტენდერის გარეშე, 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - მედია
Black Sea Arena-ს სახურავის შესაკეთებლად, სავარაუდოდ ტენდერის გარეშე, 2,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ამის შესახებ ნეტგაზეთი წერს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო კომპანიამ - შპს „სთარინგ ჯორჯია“ - მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 663 844 ლარის გამოყოფა და სამუშაოების გამარტივებული წესით (ტენდერის გარეშე) შესყიდვა მოითხოვა.
ირკვევა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვის მთავარ მოტივად დროის სიმცირეს ასახელებს.
"ნეტგაზეთის" თანახმად, დროის სიმცირის კიდევ ერთ ფაქტორად დოკუმენტებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპეციფიკური კლიმატი სახელდება.
სახელმწიფო კომპანიის თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ლითონის შედუღებას მოიცავს, რისი უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულებაც ღია ცის ქვეშ, ნალექიან ამინდში შეუძლებელია.
ირკვევა, რომ “დროის დასაზოგად” სახელმწიფო კომპანია კიდევ ერთ საგამონაკლისო უფლებას ითხოვს: გამარჯვებულ კომპანიას არ მოეთხოვება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (დეტალური ინვოისების, ზედნადებების და ა.შ.) დოკუმენტური დადასტურება