30 სექტემბერს საზოგადოებრივ მაწუეყებელთან 24 საათიანი აქცია დააანონსეს

29.09.26 19:21
 30 სექტემბერს საზოგადოებრივ მაწუეყებელთან 24 საათიანი აქცია დააანონსეს

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები 30 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაწუეყებელთან 24 საათიან აქციას აანონსებენ. 

ინფორმაციას Facebook გვერდი "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" ავრცელებს. 

განცხადებას tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ: 

24 საათი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 30 სექტემბერს 10 საათიდან!
სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ისევ მოვითხოვთ:
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის რეაგირებას.
ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია ხალხის სამსახურში უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა ისმოდეს ყველას ხმა... თითქმის 2 წელია ჩვენი ბრძოლა, ჩვენი სიმართლე, ჩვენი ხმა იგნორირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან... პოლიტპატიმრების ოჯახებისადმი უსამართლო დამოკიდებულების გასაპროტესტებელი 24 საათიანი აქტი არის ამ ყველაფრის დემონსტრირება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს შავ ლაქად დარჩება.

 გულშემატკივრებს გთხოვთ შემოგვიერთდეთ დღე-ღამის განმავლობაში პერიოდულად
მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ.31"- წერია მიმართვაში. 

ფოტო facebook გვერდიდან 

მსგავსი სიახლეები