სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა - შემთხვევის დროს კაბინაში 6 ადამიანი იმყოფებოდა
თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, ყველა მათგანი კონტაქტურია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები დახმარებას ადგილზე უწევენ.