85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი დაარღვია - რა თქვა 23 წლის ბიჭმა
ყვარლის მინიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის, ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს, გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
თელავის რაიონულმა სასამართლოში 23 წლის ახალგაზრდა ამტკიცებდა, რომ პენსიონერი მას არ მოუკლავს და "სიცოცხლეს უნგრევენ".
"23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რო უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. "დამიგულეს" უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან". - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა. [ipn.ge]
დაცვის მხარე მის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ცნობისთვის, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, "ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა".