"ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა"- "პირველებმა" სანზონაში მომხდარზე ახალი დეტალები გაარკვია
სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა.
დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა "პირველებს" განუცხადა, პაციენტებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ:
ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია.
არა, არ ჰქონდათ [მოტეხილობები], არაფერი დაზიანება არ ჰქონდათ, სერიოზული არაფერი არ იყო, პატარ-პატარა დაბეჟილობები და წავიდნენ ბინაზე" - უთხრა "პირველებს" ლალი ტურძელაძემ.
ირკვევა, რომ დაშავებულთა შორის მოზარდებიც არიან. ლიფტი კი მეათე სართულზე მოწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა.
როგორც "პირველებმა" ადგილზე გაარკვია დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.