რიგით მეოთხე სკოლა დაიხურა გურიაში - უცნობია რა ბედი ელის 227 მოსწავლეს

30.09.26 16:19
რიგით მეოთხე სკოლა დაიხურა გურიაში - უცნობია რა ბედი ელის 227 მოსწავლეს

რიგით მეოთხე სკოლა დაიხურა გურიაში - სასწავლო პროცესის დაწყებიდან სამ დღეში, ამჯერად სუფსის საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაიყვანეს ონლაინ სწავლებაზე. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, სკოლის დირექციამ 17 სექტემბრის ღამეს გამოუცხადა მშობლებს, რომ სკოლა უნდა დაეცალათ, რადგან ადგილზე სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. 

TV პირველის კორესპოდენტის ცნობით, სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და მათ შორის, არცერთ ოფიციალურ საიტზე არ გამოქვეყნებულა სამუშაოების დაწყებისთვის საჭირო ტენდერი. 

სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიაშვილი ამბობს, რომ თავადაც გაურკვევლობაში არიან. 

"ჩვენთვითონ განცვიფრებულები ვართ ქალბატონო, რატომ მოხდა [სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სკოლის დახურვა]. გამოვიდნენ პარასკევს, დაგვაცლევინეს სკოლა იმ მიზეზით, რომ დაიწყება რემონტიო. ვართ ონლაინ სწავლებაზე. თუ გადაგვიყვანენ ალტერნატიულ ფართზე, ესე იგი იწყება რემონტი თუ არადა დაგვტოვებენ და გაგვაგრძელებენ მეცადინეობას ისევე ამ შენობაში.

შეგვაჩერებინეს სასწავლო პროცესი,  დაგვატივებინეს სკოლა, ძალიან რთულია, ჩვენც  განცვიფრებული ვართ და ნერვებ-მოშლილი." - აცხადებს სუფსის სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიაშვილი

227 მოსწავლის ბედზე ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მერია მომხართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

განათლების სამინისტროს ცნობით, სუფსის სკოლის დახურვის მიზეზი სამხარაულის პირველადი  დაკსვნა გახდა, დოკუმენტის თანახმად, შენობას მეოთხე ტიპის დაზიანება აქვს.

უწყების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.