"გამორიცხულია" - გომელაური ღარიბაშვილზე არ საუბრობს

30.09.26 17:18
"გამორიცხულია" - გომელაური ღარიბაშვილზე არ საუბრობს

"ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, გამორიცხულია" - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ექს-პრემიერის საქმეზე და ციხიდან გამოგზავნილ საკნდალურ წერილებზე კომენტარს არ აკეთებს. 

ვახტანგ გომალაურს კითხვები "პირველების" კორესპოდენტმა სასამართლოს დერეფანში მაშინ დაუსვა, როცა ის ჩორჩანას საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ, შენობის დატოვებას უკანა გასასვლელით ცდილობდა.

ამასთან, TV პირველმა ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენილ ფულზეც ჰკითხა. 

ექს-მინისტრი "სისულელეს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გომელაური "ქართულ ოცნებასა" და დასაკავებლად გაზადებულ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შუამავალი იყო. 

  •  "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, გომელაურმა ღარიბაშვილს გადასცა დანაბარები, რომ თუ შვიდ მილიონს მიიტანდა,  პატიმრობას გადაურჩებოდა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრემიერმა ფულის მობილიზება დაიწყო და შუამავალს შეატყობინა, რომ მზად იყო, თუმცა წყაროს ცნობით, ფულის წასაღებად სანდო კაცის ნაცვლად, მოსაშვილის 10 ნომერში სუს-ის სპეცრაზმი შევიდა.