უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ხელფასები ეზრდებათ - დაფინანსება ეზრდებათ სამინისტროებსაც
სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება - საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.
- დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ირკვავა, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს — 10.48 მილიარდი ლარი, რაც 2026 წლის გეგმაზე 811.2 მილიონი ლარით მეტია. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 7.53 მილიარდი ლარი, მათ შორის პენსიებისთვის 5.57 მილიარდი ლარი. 2027 წლის იანვრიდან პენსია 70 წლამდე პირებისთვის 390, ხოლო 70 წლისა და უფროსებისთვის 555 ლარი გახდება. ჯანდაცვის დაფინანსება 2.35 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 125.3 მილიონი ლარით იზრდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3.30 მილიარდი ლარია, ზრდა — 183.3 მილიონი ლარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2.93 მილიარდს შეადგენს, ზრდა — 225.8 მილიონი ლარი. შესაბამისი ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით განათლების მიმართულების ჯამური დაფინანსება 3.5 მილიარდს აღწევს.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, ზრდა — 75 მილიონი; შინაგან საქმეთა სამინისტროს — 1.68 მილიარდი, ზრდა — 133 მილიონი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 1.46 მილიარდს შეადგენს და წლიურად 527.8 მილიონი ლარით იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 1.02 მილიარდი ლარია, ზრდა — 206.8 მილიონი ლარი.
სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით; სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდი ლარით აღემატება. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი;
დოკუმენტის თანახმად, ასევე ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
- საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2026 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2027 წლიდან ის 1 735 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.
უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2027 წელს ასე განისაზღვრება:
- პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; 2026 წელთან შედარებით ზრდა: 16 200 ლარი
- პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
- მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
- მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 156 150 ლარი; ზრდა: 12 150 ლარი
- მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 150 735 ლარი; ზრდა: 11 535 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი
- პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი