"შარვალ-კოსტუმიანებო" საქმის მასალებში ჩაიხედეთ - მოკლული მასწავლებლის დედა მერაბ მალანიას მიმართავს
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს მოუწოდებს, საქმის მასალებში ჩაიხედონ.
გიგა ავალიანის დედის თქმით, პროკურორმა საქმის მასალებში დააკონკრეტა რამდენიმე რიცხვი და ლოკაცია, თუ როდის და სად შეხვდა ალექსანდრე გაბაშვილი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს, გიორგი მალანიას.
"მალანიები კამერებთან აჭიჭყინდნენ: "ეგ დრო და ლოკაცია არ წერია აქ"-ო. საერთოდაც, შენ, მერაბ მალანიავ, თვალები იმას უპრაწე, ვისთვისაც "სიკეთე" გიკეთებია! ვერ გიშველის დამჩიჩული "შარვალ-კოსტუმი" და "წელში ზნეკვა"!" - მიმართავს ეკა კუპატაძე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, მერაბ მალანიას.
დღეს იყო ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის სააპელაციო სასამართლოს მორიგი სხდომა.
♦️ რიკაძის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ.♦️ ერთს ვიტყვი მხოლოდ, ისიც ადვოკატების გასაგონად:
— როცა ადვოკატს ვინმე ლანძღავს, ნუ გეწყინებათ თქვენ; ჩვენ დათო სანაძეებს ვლანძღავთ, თქვენ კი არა.
დათო სანაძეს ადვოკატი კი არა, ადამიანი რომ ჰქვია, მე როგორც ადამიანს მრცხვენია. თქვენც უბრალოდ ის შეგრცხვეთ, მას რომ ადვოკატი ჰქვია. თორემ აბა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შემთხვევით ვნახე დღეს, მაგრამ მეგობრულად შევხვდი და ინფორმაციებიც გავცვალეთ ერთმანეთზე.‼️ რომ მიგახვედროთ, სანაძემ გიგას გვარი ჩიქოვანის ადვოკატს ჰკითხა და 15-17 წუთი ამტკიცებდა, რიკაძისგან ლათინური შრიფტით დაწერილი სიტყვა "xorosho", რომელიც რუსული სიტყვაა, არ უნდა ჩაითვალოს, რადგან გაბაშვილს მიმოწერისას თარჯიმანი არ ჰყავდა, გაბაშვილი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულიაო.
(ეს მე დავალაგე, ის უბრალოდ იოფლებოდა.)♦️ (ისე, რა გამოდის, ლათინური შრიფტით თუ ვაგინებთ და თარჯიმანს არ მიუყვანთ, სანაძეს პრობლემა არ ექნება?!)
🔴 საერთოდაც რა დაცვის იმედი აქვთ ამ ბოროტ ხალხს, მიკვირს.
🔴 თავიდანვე უთხრეს გაბაშვილს ადვოკატებმა:
— "ეს ძალადობრივი კადრები თუ აღმოაჩინა პროკურატურამ, აუცილებლად წააგებ, გახმაურებულ მკვლელობაში წაგებით თავი მოგვეჭრება და ამიტომ საქმიდან გავალთ"-ო.🔴 ჰო, წინასწარ მიდიოდა ამაზე საუბრები ადვოკატებთან და ხომ გახსოვთ მერე რა დღეში იყვნენ:
— "აქ ვერც ჩვენს შვილებს ვცნობთ და ვერც ფეხსაცმელებს, თან საყოფაცხოვრებო ჩხუბებია და ბავშვები რაღაცებს მაიმუნობენ"-ო.🔴 ერთხელ, როცა ალექსანდრე გაბაშვილმა თქვა:
— "მგონი ჩვენ სხვა საქმის მასალები გვაქვს და იმათ სხვა"-ო, მეგონა მარტო ეს მამრი იყო შტერი.🔴 სიბოროტე გავიგე, მაგრამ ეს სიშტერეც ასე ერთნაირი?!
♦️ მოკლედ, იმდენი იძახეს მალანიებმა:
— "ჩვენს ბოთე, შტერ ბავშვს, არასდროს უნახავს გაბაშვილი"-ო, პროკურორმა საქმის მასალებში დააკონკრეტა რამდენიმე რიცხვი და ლოკაცია, თუ როდის და სად შეხვდა გაბაშვილი მალანიას.♦️ მერე როცა ჩემგან მოისმინეს, რომ:
— "29 სექტემბერს, პირველი ჩასაფრების დღეს, გაბაშვილმა დატოვა რიკაძე და ჩიქოვანი თემქაზე, თვითონ კი წავიდა მალანიასთან შესახვედრად"-თქო,♦️ მალანიები კამერებთან აჭიჭყინდნენ:
— "ეგ დრო და ლოკაცია არ წერია აქ"-ო.♦️ რომ დასდევთ ერთმანეთს დიდი და პატარა "შარვალ-კოსტუმიანი", ჩაიხედეთ მაგ საქმის მასალებში და საქმის მასალების კითხვა თუ არ იცით, თავს მაინც ნუ იჭრით ეკრანებთან ბჟუტურით.
📌 ისე, რომ იცოდეთ, ფიზიკა ლამის მათემატიკაზე უკეთ ვიცი და მინდოდა კიდეც სასამართლო პროცესზე წამეკითხა ლექცია ანძებთან და ანტენებთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ მქონდა დრო.
🔴 მოვიცლი ერთ დღეს მაგის ასახსნელადაც და შევეცდები პრიმიტიულ ენაზე გელაპარაკოთ, თუმცა მანამდე იქნებ "Chat GPT"-მ ანძის და ანტენის განსხვავება მაინც გასწავლოთ.
ლოკაციებს მე აგიხსნით, მანდ ჩაიკარგებით.🔴 გაბაშვილი "Chat GPT"-ით ელექტროშოკის შესაძლებლობებს არკვევდა. ჩიქოვანი ტელეფონის გასუფთავების ამბებს და თქვენამდე რით ვერ მოაღწია ცივილიზაციამ, რომ "Chat GPT" არსებობს?!
❌ ან კიდევ, წინასწარ გაზუთხულ სისულეებს რომ ბოდავთ ეკრანებთან, კითხეთ მანამდე ვინმეს.
❌ დაკავებისას ქეთი სონიძემ კი არა, სხვა პროკურორმა მოაწერა ხელიო, ამის თქმა ვინ გირჩიათ????
ისე, ერთ სასამართლო პროცესზე ლევან ვეფხვაძეც ხომ იყო და შენ რა უფრო გეჩხირება ყელში მერაბ მალანიავ , მარტო ნინო ჟვანიას ხელმოწერა, სამი უძლიერესი პროკურორი რომ დაინახე საქმეში, თუ ლუკა გამყრელიძისნაირი პროკურორები რომ არ დაგხვდა აქ?!🔥🔥🔥 საერთოდაც, შენ, მერაბ მალანიავ, თვალები იმას უპრაწე, ვისთვისაც "სიკეთე" გიკეთებია!
შენმა ველურმა ცოლ-შვილმა ჩემი ანგელოზი შვილის სიკვდილს ხელი მოაწერეს და ამას უმწარესად გაზღვევინებ!
ვერ გიშველის დამჩიჩული "შარვალ-კოსტუმი" და "წელში ზნეკვა"!🔥🔥🔥რას პრაწავ თვალებს, წრეშიბურთს კი არ გეთამაშები აქ, ჭინჭყლი ბავშვები რომ ტვინს ბურღავენ, დამიმტკიცე რომ მომხვდაო.
🔥🔥🔥 სპეტაკი, ჯანსაღი, ტვინით გამოტენილი ბიჭი მოკალით და ნახევრად გახრწნილი ჩამაგდებინეთ მიწაში.
📌 ლაშა ცუცქირიძევ, არ გავხარ შენ ცუდ ადამიანს და ნუ აყვები მაგ არაკაცს, თორემ არაერთხელ გითხარით, დედამიწას მოვდღლიზავ ორბიტიდან ჩემი შვილის სიცოცხლის საპირწონედთქო და ეგ შეშლილი ვინ მიგდია!!!
🔴🔥🔴 ლეკიშვილიც უნდა მოვიკითხო.
ლეკიშვილო, რაო შენმა თაკომ, დააბრუნე ეგ 50 000 დოლარი, "ისრაელი ექსპერტებისთვის" რომ აგვახიეო, თუ იყოს გვრიტო, მეც შენი ვარ და უფხო ვალე დავაბოლოთ, ერთად ვიგულაოთო?
♥️ P.S. ისეთი სტილის პოსტია, მე და ჩემს თანამოაზრეებს რომ არ გვეკადრება, მაგრამ როცა ადამიანი შენს ენას ვერ იგებს, თავის ენაზე უნდა ელაპარაკო.
გიორგი მალანიას შემდეგი სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერს ჩაინიშნა. სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს და ის პოლიციელები გამოიკთხებიან, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა.
- 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თავს. ახალგაზრდა კაცი 23 დღეს შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი?
დემეტრე ჩიქოვანი - სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი - დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მას 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩიქოვანთან ერთად ამ სამეზე მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, ორივე მათგანს 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ბრალდება ამტკიცებს, რონ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების შესახებ, თუმცა მან პოლიციას ფაქტის შესახებ არაფერი შეატყობინა.