ღუნაშვილის მკვლელობის საქმე სასამართლოში - მოკლულის ცოლს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს
კასპში სასტიკად მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. პროცესს ბრალდებულები და მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
ღუნაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის თანამონაწილე მათი რძალი ქეთი ჩხაიძეა. მოკლულის დედის, ხათუნა რაზმაძის, თქმით, მისი რძალი და შვილის მეგობარი სასჯელის უმაღლესი ზომით უნდა დაისაჯონ.
ჩემი ოჯახის პოზიციაა, რომ უნდა დაისაჯოს სასტიკად ორივე უმაღლესი სასჯელით. რაც მოხდა ამდენი სიბინძურე, ამდენი სიყალბე, ესეთი სასტიკი მკვლელობა არის ძალიან იშვიათი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქეთია ყველაფერში შუაში პირველი. იმის მაგივრად, რომ სასწრაფოში მაინც დაერეკა, ამ დონემდე მიგვიყვანა", - ამბობს ხათუნა რაზმაძე.
ღუნაშვილის მეუღლის, ქეთი ჩხაიძის, ადვოკატი დარწმუნებგულია, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს, რადგან ჩხაიძე არ არის ნასამართლევი და ძალადობის მსხვერპლია.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.