"აიპლიუსის" მაღაზიის გაქურდვისთვის 1 პირი დააკავეს
პეკინზე "აიპლიუსის" მაღაზიის გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული პირი, დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია "აიპლუსის" შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდრგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.
ჩატარებული ოპერატიული და საგამძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის - თ.რ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.