ნარკოტიკებით ვაჭრობა საქართველოში - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მდმა“ და „ჰეროინი“.
პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.