ხულო ფესტივალს “მოძრავი სცენა” მასპინძლობს

03.10.26 15:39
ხულო ფესტივალს “მოძრავი სცენა” მასპინძლობს

მაღალმთიანი აჭარა ფესტივალს სახელწოდებით "მოძრავი სცენა" მასპინძლობს - ღონისძიება ხულოში იმართება. მასში მონაწილეობას ხუთი თეატრალური დასი და ქუჩის მუსიკოსები იღებენ.

ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო სპექტაკლი და საუკეთესო მუსიკოსი უნდა გამოავლინონ. დასახელდება ჟიურის რჩეულიც. დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარებაც. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის "კულტურა მთაში" ფარგლებში იმართება.

 

მსგავსი სიახლეები