ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ - გერმანიის ელჩი

03.10.26 17:09
ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ - გერმანიის ელჩი

2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა რუსეთისგან წამოსულ საფრთხეებზე ისაუბრა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და გერმანიას საერთო ინტერესები აქვთ და საერთო საფრთხეების წინაშე დგანან.

"ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა.

„რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციასა და ხალხის დაყოფას ცდილობს, დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და იციან, რომ რუსეთი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის. გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არჩევანი თავად გააკეთოს. ჩვენ ნატო-ს სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რის მიზანსაც შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სამხრეთ კავკასიასა თუ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით წვლილის შეტანა წარმოადგენს“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.