კასპში სასტიკად მოკლული ახალგაზრდას პროცესი - მოკლულის მეგობარი ბრალს არ აღიარებს

03.12.21 15:17
კასპში სასტიკად მოკლული ახალგაზრდას პროცესი - მოკლულის მეგობარი ბრალს არ აღიარებს

კასპში სასტიკად მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი 2 საათზე მეტია, მიმდინარეობს. პროცესზე აღნიშნულ საქმეზე დაკავებული, ქეთი ჩხაიძე და ღუნაშვილის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, გამოიკითხნენ. კახიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მკვლელს მოძებნის. კახიშვილმა ქეთი ჩხაიძეს ცრუ მოწმე უწოდა. 

მოკლულის ოჯახი მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ქეთი ჩხაიძე აღიარებს, რომ ქმრის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და 2 დღის განმავლობაში პოლიციას არ შეატყობინა.

მოკლულის ოჯახი მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ღუნაშვილის მეუღლის, ქეთი ჩხაიძის, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს, რადგან ჩხაიძე არ არის ნასამართლევი და ძალადობის მსხვერპლია. 

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა.  მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები