უბედური შემთხვევა თბილისში- 2 ადამიანი სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა
უბედური შემთხვევა თბილისში - სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ტვ პირველი ამ წუთებში ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს არკვევს.