უბედური შემთხვევა თბილისში - გარდაცვლილია დედა და 8 წლის ბავშვი

03.12.21 20:44
უბედური შემთხვევა თბილისში - გარდაცვლილია დედა და 8 წლის ბავშვი

უბედური შემთხვევა თბილისში - ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე  გაზის გაჟონვის შედეგად  დედა და 8 წლის ბავშვი დედა-შვილი გარდაიცვალნენ. ირკვევა, რომ ისინი თავს  მიტოვებულ შენობას აფარებდნენ და ეს მძიმე ამბავიც სწორედ ამ შენობაში მოხდა.

ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ინგოროყვას კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში, გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,თბილისი ენერჯის" თანამშრომლის ინფორმაციით, დედა-შვილი ბუნებრივ აირს  კუსტარული მოწყობილებით უკანონოდ მოიხმარდნენ.