სამეგრელოში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელიც „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.