სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა - განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს
განზრახ მკვლელობის მცდელობა კახეთში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძიმე დანაშაულისთვის 2003 წელს დაბადებული კაცი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.