რამდენიმე წუთის წინ ოკუპანტების ვერტმფრენმა ხურვალეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - ლუდა სალია
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი, ლუდა სალია სოციალურ ქსელში იუწყება, რომ რამდენიმე წუთის წინ საჰაერო სივრცე ოკუპანტების ვერტმფრენმა დაარღვია.
სალიას თქმით, ვერტმფრენი ორჭოსნის სამხედრო ბაზაზე დაჯდა.
სამი წუთის წინ ოკუპანტების ვერტმფრენმა დაარღვია ხურვალეთის საჰაერო სივრცე, თავზე გადაგვიფრინა და დაჯდა ორჭოსნის სამხედრო ბაზაზე.
სამწუხაროდ ვერ მივასწარი ფოტოს გადაღება, რადგან ეზოში ვსაქმიანიბდი და ტელეფონი თან არ მქონდა.
ახლა ვუწევ მეთვალყურეობას, იქნებ მალევე მობრუნდეს და თუ ისევ ჩვენს თავზე გადაიფრენს მოვასწრო გადაღება.
იკუპირებულ მთებს ზედ რომ გადაუფრინოს ეტყობა ეზარება ღრუს ღორ პილოტს და მოკლეზე ურჩევნია გადაჭრას, რომ კიმფორტულად დაჯდეს ორჭოსნის სამხწდრო ბაზაზე!
სანამ უნდა იპარპაშონ ასე?? იქნებ ერთ “მშვენიერ” დღეს ბომბებიც ჩამოგვირიგონ ციდან!! განმკუთხავიც აღარავინ იქნება" , - წერს ლუდა სალია.