დაგაგვიანდა მერაბ მალანიავ! - მოკლული მასწავლებლის დედის მიმართვა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს
"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე:
მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს.
"ის, რომ მერაბ მალანია არის საშიში მხეცი, კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ!" - ამბობს გიგა ავალიანის მშობელი და გუშინდელ სასამართლო პროცესს იხსენებს.
დღევანდელ პოსტს იმის გამეორებით დავიწყებ, რითაც დავამთავრე წინა პოსტი.
🔴 ახლა, როცა 40 ტომიანი საქმე ხელში მიჭირავს და ყველას შინაგან სამყაროში ღრმად ვიხედები,
🔥 სულ მეფიქრება:
ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის?
🔥 ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე:
მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი!!!!!
🔴 ის, რომ მერაბ მალანია არის საშიში მხეცი, კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ!
🔥🔥🔥 ვაფრთხილებ ყველას:
თქვენ შესაძლოა იყოთ მერაბ მალანიას ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, მოყვარე, მისგან დავალებული პირი, შესაძლოა მტერიც იყოთ, მაგრამ როცა 112-ზე ვრეკავ და იღებ ყურმილს, როცა გაცვია თეთრი ხალათი, მანდატურის ფორმა, პოლიციის მუნდირი, როცა პროკურორის სამკერდე ნიშანი გაქვს ან მოსამართლის მანტია გასხია, შენ იმ დროს წარმოადგენ შესაბამის სამსახურს და არა მერაბ მალანიას ნათესავს, მეგობარს, მეზობელს, მოყვარეს, მისგან დავალებულ პირს ან თუნდაც მტერს!
🔥🔥🔥 დაიმახსოვრეთ:
არც ერთი დანაშაული არ არის უბრალო, თუმცა
🔥 აქ მეზობლის ყანაში სიმინდი კი არ მოუპარავთ და მდინარის პირას კი არ შეუწვავთ თქვენს კიკინიანებს!
🔥‼️🔥 მოკლეს უდანაშაულო, ჯანსაღი, ახალგაზრდა, ექიმი კაცი და აქ "ქართული ჯიგრული პონტი არ გაგივათ"!
🔴 მას შემდეგ, რაც დაინახეს:
👍მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლეები;
👍გამჭრიახი გონების და საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე, მებრძოლი პროკურორი;
👍ვეღარც გამომძიებლები მოისყიდეს;
👍ხედავენ, რომ თავგანწირულად მებრძოლი ოჯახის საიმედო დასაყრდენი საზოგადოების არნახული მხარდაჭერის ძალაა,
👍მიხვდნენ, კანონიერად ვერ მოიგებენ ამ ბრძოლას და
👎🔥👎გადაწყვიტეს ჩვენი (ჩემი და ნიკას) განადგურება.
წამს არ უშვებენ ხელიდან!
❌ დაგაგვიანდა მერაბ მალანიავ, ჩვენ უკვე მოგვკლა შენმა კიკინიანმა. ჩვენ ახლა მკვდრეთით ვართ აღმდგარი და აღვდექით ჩვენი მისიისთვის!
✅ ჩვენ აღარ მოვკვდებით, ვიდრე ჩვენს მისიას არ შევასრულებთ!
✊⚖️✊ ვფიცავ, აუცილებლად დადგება გიგა ავალიანის სამართალი სრულყოფილად!
პ.ს. წუხელ ძლივს გავათენეთ და ახლა სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ მე ინტენსიურად ვისაუბრებ მალანიებზე", - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.