ჰერჩინსკი: ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს

10.10.26 14:11
ჰერჩინსკი: ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს

"ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის" - ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩნკიმ ქართულად და ხაზგასმით წარმოთქვა თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ელჩმა.

ასევე ნახეთ: