პატიმრებმა მითხრეს, რომ ქუთაისის ციხეში "ტვ პირველი" ერთ კვირაზე მეტია გათიშულია - ზურაბ ცეცხლაძე

10.10.26 15:58
პატიმრებმა მითხრეს, რომ ქუთაისის ციხეში "ტვ პირველი" ერთ კვირაზე მეტია გათიშულია - ზურაბ ცეცხლაძე

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის მოსანახულებლად შევიდა. 

  • კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან განყოფილებაში ძალადობის ვიდეოები გამოიტანა. აღნიშნული კადრები "შაბათის ეთერმა" უჩვენა საზოგადოებას. 

ქუთაისის ციხეში პატიმრები ვინახულე, მათ შორის გიორგი ვნახე კვიცარიძე, რომელმაც მითხრა და სხვებმაც მითხრეს, რომ "ტვ პირველი" გათიშულია ერთ კვირაზე მეტია და აჩვენებს მხოლოდ "რუსთავი 2"-ს. ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ციხეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ციხეში ბუნტი არ იყოს. შესაბამისად,  იქაც ამკაცრებენ რეჟიმს. შეიძლება ჩანაწერებიც არ გამოგატანონ, როგორც საიას შემთხვევაში გააკეთეს".  - ამბობს ზურა ცეცხლაძე. 

მსგავსი სიახლეები