გომელაურის უწყებამ სასამართლოსთან გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

04.12.21 12:28
გომელაურის უწყებამ სასამართლოსთან გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.

1974 წელს დაბადებულ კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

შსს-ს მტკიცებით, "კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა". 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.  მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

29 ნოემბრის აქციაზე სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ 4 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის ბესიკ თამლიანიც, მან შიმშილობა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები