ხმაური და დაპირისპირება შიდა ქართლში - აქციის მონაწილეები ავტობანის გადაკეტვას ცდილობენ

04.12.21 13:06
ხმაური და დაპირისპირება შიდა ქართლში - აქციის მონაწილეები ავტობანის გადაკეტვას ცდილობენ

სოფელ ზეღდულეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - პოლიცია ადგილობრივებს ცენტრალური ავტობანის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევს. 

ხმაური და დაპირისპირება ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ცოტა ხნის წინ, პროტესტის ეპიცენტრში გორის მერი ჩავიდა.  ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, მან კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა.

მოსახლეობამ კი  მერს შეახსენა, რომ მას უკვე მისცეს 10 დღიანი ვადა, თუმცა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ზეღდულეთში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპრიტესტებენ. ზეღდულეთის მოსახლეობა 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას წლებია ითხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები