ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - დაშავდნენ ბავშვები

12.10.26 11:10
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - დაშავდნენ ბავშვები

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები ავრცელებს".

როგორც გამოცემას ქარელის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას." - აცხადებს კლინიკის ექიმი

 შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.