რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

12.10.26 12:22
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავარიის გამო მაგისტრალზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.