ირანის ელჩი უარყოფს ცნობას, რომ ძაღლმა დაკბინა და საავადმყოფოში მოხვდა
ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი სიცრუეს უწოდებს სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც ის საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც ძაღლმა დაკბინა.
"როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს!
ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა - ელჩი გახდა.
მნიშვნელოვანი განმარტება: მე არ დავშავებულვარ! როგორც ჩანს ჩემამდე, ამ ამბავმა საავადმყოფოში მიაღწია.
ჩვენს დაშავებულ კოლეგას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ნეტა, ზოგი ამბავი უფრო გონივრულად, ზუსტად და დამაჯერებელი სიმართლით ვრცელდებოდეს", - წერს ელჩი.