თემურ გოგოხიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა - საბჭო შერჩევის პროცესს თავიდან იწყებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის თავიდან დაწყება მოუწევს. თემურ გოგოხიამ, რომელიც საბჭომ 12 ოქტომბერს კონკურსის საბოლოო ეტაპზე გადაიყვანა, 24 საათში კანდიდატურა მოხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
თემურ გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ის ლევან მურუსიძის ახლო გარემოცვის წარმომადგენლად მიიჩნევა.