სად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს

14.10.26 11:27
სად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს

ციხეთა სისტემა ამ დრომდე არ პასუხობს "პირველების" კითხვას, სად არის ბადრაგი, რომელიც პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაში იყო მხილებული. 

 ადვოკატ მარიკა არევაძის ინფორმაციით,  გიორგი დავთაძეზე ძალადობაში სავარაუდო დამნაშავე ყველა თანამშრომელი პოსტზე რჩება, ერთის გარდა.

გაარიდეს თუ არა სისტემას გიორგი ვარაბიოვი, მამაკაცი ლატექსისი ხელთათმანით, რომელსაც დავითაძე ამხელს, უცნობია. 

ამ დრომდე ბადრაგები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში არიან ადგილზე, გარდა ერთი ბადრაგისა, რომელის ვინაობაც "შაბათის ეთერის" მეშვეობით გახდა ცნობილი.
ბადრაგების სახელი და გვარი მისთვის უცნობია, თუმცა, როგორც მეუბნება, ხმით მის ამოცნობას შეძლებს.

როგორც კი მოძალადეებმა დაინახეს მათი დასჯის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ გამოძიებები წყდება, რა თქმა უნდა, გრძელდება ის ძალადობა, ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა, არა მხოლოდ, გიორგის მიმართ, ჩვენ არა ერთი პატიმრის საჯარო განცხადება მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში"- აცხადებს "პირვე;ებთან" მარიკა არევაძე. 

მასალა პენიტენციური სამსახურიდან პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

 რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

  • TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
  • ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები