უმძიმესი ამბავი სამეგრელოდან - "შაბათის ეთერმა" 12 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა
"ნოდარ მელაძის შაბათმა" 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა - ბრალდებული აღიარებს რომ არასრულწლოვანზე სექსუალურად ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა.
გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი და ვცდილობდი სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის მამას გვერდით საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა"- წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
როგორც ირკვევა, ნანახის შემდეგ, მამა სავარაუდო მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა. სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლი 12 წლის ბიჭი კი სახლიდან გაიქცა.
ბიჭის მამა გვიყვიროდა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოასწრო. კაცმა კი დანა აიღო და მოკვლით მემუქრებოდა. მიყვიროდა, რატომ ვამყარებდი მის არასრულწლოვან შვილთან სქესობრივ კავშირს. შემდეგ მითხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, თუმცა მანამდე მეზობელთან გაყოლა მომთხოვა. თავიდან შემეშინდა, შემდეგ გავყევი. გამოიძახეს პოლიცია - მე მათ სიმართლე ვუთხარი და დანაშაული ვაღიარე"- ვკითხულობთ ჩვენებაში.
40 წლის კაცი ამბობს,რომ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის ადგილს კი თავად არჩევდა:
ის ზუგდიდში გავიცანი, ჩვენ დავუახლოვდით ერთმანეთს და ხშირად დავდიოდით ერთმანეთის სახლებშიც - 2021 წლის მარიამობის დღესასწაულიდან დღემდე სექსუალური კავშირი გვქონდა არაერთხელ. მათ შორის ვადასტურებ, რომ ჩემს სახლში, ჩემი მეგობრის სახლში და თავად დაზარალებულის სახლშიც. ამის გამო თავს დამნაშავედ ვცნობ"- წერს დაკავებული.
ეს 12 წლის მოზარდის ტრაგიკული ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია - „შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული გარემოებებით სკოლის მოსწავლის საქმეში არაერთი უწყების სამსახურეობრივი გულგრილობა და კონკრეტული პირების სავარაუდო დანაშაულიც იკვეთება. ირკვევა, რომ ბავშვს დედის სიკვდილის შემდეგ სკოლაში პრაქტიკულად არ უვლია. დირექტორი ამბობს, რომ ეს მამის ბრალია, თუმცა რა გააკეთა თავად იმისთვის რომ არასრულწლოვანს განათლების უფლება ჰქონოდა ვერ გვპასუხობს.
მოზარდი სკოლის შენობიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, თუმცა მისი პრობლემებით დირექცია სათანადოდ არც მაშინ დაინტერესდა როდესაც ბავშვმა ონლაინ გაკვეთილზე დასწრებაზეც კი ვერ შეძლო. მსხვერპლს არ კომპიუტერი ჰქონდა და არც ინტერნეტი. ამიტო სკოლამ ურჩია ტელე სკოლით ესარგებლა. თუმცა რკინიგზის მიტოვებულ შენობაში, სადაც 12 წლის მოსწავლე იზრდებოდა შუქი არ არის და არც ტელევიზორი.
მოზარდის უმძიმესი სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო სოფლის რწმუნებულიც, რადგან რკინიგზის ძველი შენობა, სადაც ობოლი ბიჭი ცხოვრობდა, სოფლის გამგეობის წინ მდებარეობს. გამგებელი "შაბათის ეთერის" კითხვებს დაემალა.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ 12 წლის ბიჭი ოჯახში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მასზე ფიზიკურად ძმა ძალადობდა, რის გამოც პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა.
რაც შეეხება დაკავებულის ოჯახს, 40 წლის კაცის დედას მისი შვილის უდანაშაულობის სჯერა და "ტვ პირველთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ქალი ირწმუნება, რომ სავარაუდო მსხვერპლის მამა მას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც სტუმრად მყოფ კაცს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა.
12 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 40 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.