კახეთის გზატკეცილზე საპატრულოს და სახანძროს ეკიპაჟებია მობილიზებული

14.10.26 19:01
კახეთის გზატკეცილზე საპატრულოს და სახანძროს ეკიპაჟებია მობილიზებული

კახეთის გზატკეცილზე საპატრულოს და სახანძროს ეკიპაჟებია მობილიზებული - "ტვ პირველის" კორესპოდენტმა გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილზე სატვირთო ავტომობილია ამობრუნებული, დაზიანებულია ავტობუსიც. 

როგორც tvpirveli.ge-ის უყვებიან, კახეთის გზატკეცილზე სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებსი ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.