რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ გადმოტანა სცადეს - რუსეთის საბაჟო სამსახური
რუსეთის საბაჟო სამსახურის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ გადმოტანა სცადეს.
ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში მიმავალი მძღოლის ჩანთაში 425 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული აღმოაჩინეს.
ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საბაჟო შემოწმების დროს, ავტომობილის ერთ-ერთ თაროზე აღმოაჩინეს ფარული განყოფილება, რომელშიც ფული იყო მოთავსებული. იქ ნაღდი ფულის საერთო რაოდენობა 35 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენდა.
როგორც ოფიციალური უწყება წერს, ამოღებული თანხა ექსპერტიზაზე გაიგზავნა, რომლის შედეგების საფუძველზეც საპროცესო გადაწყვეტილება მიიღება. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა აღნიშნულში მხილებული.
მითითება:
- რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 1 მარტის №81 ბრძანებულების შესაბამისად, აკრძალულია რუსეთის ფედერაციიდან ნაღდი ფულით უცხოური ვალუტის ექსპორტი 10,000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობით.