თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს
თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული მიიმალა. "პირველების" ინფორმაციით, მოზარდს 10-მდე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
"ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.