"ვცდილობდი თოფი გამოგელიჯა, რა დროსაც მე მესროლა და დანაც ჩამარტყა" - პირველი ინტერვიუ დაჭრილ ტიკ-ტოკერთან

14.10.26 20:30
"ვცდილობდი თოფი გამოგელიჯა, რა დროსაც მე მესროლა და დანაც ჩამარტყა" - პირველი ინტერვიუ დაჭრილ ტიკ-ტოკერთან

 

 

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში - "პირველებმა" ცოტა ხნის წინ ინტერვიუ ჩაწერა დაჭრილ ტიკ-ტოკერთან. ზამი როგავა იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ქალი "პირველებს" უყვება, მას პოლიცია არაერთხელ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ძებნილი ვალეტრ როგავასგან საფრთხე არსებობდა. 

ზამი როგავას თქმით, ჯერ მან და მისმა მამამ, შადიმან როგავამ ყვირილის ხმა გაიგეს, რის შემდეგად ჯერ მამა გავიდა გარეთ, შემდეგ კი შვილი. 

"რომ გავედი, თავში იყო მამა დაჭრილი. როგორც კი გამოვედი, მეორე თოფს უმიზნებდა მამას და მე ვეცი, მივვარდი, რომ ეს თოფი გამომეგლიჯა და მე მესროლა, ამასობაში ორივე მხარეს დანას მირტყამდა", - ამბობს ქალი. 

პოლიცია არაერთხელ გავაფრთხილე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ცხელ ხაზსაც კი დავურეკე და ვუთხარი, რამდენად საშიში იყო ეს პიროვნება. დღეს სახლში ვიყავით მე დამამაჩემი, პატარა შვილი მყავს ერთი წლის და სამი თვისაა ჩემი ბიჭი, მამიკოს ხმაური შემოესმა წინა კარიდან. მამიკო რომ გავიდა, მეგრულად გინება გავიგე მე. ამ დროს მეც გავედი, თავში იყო მამა დაჭრილი. როგორც კი გამოვედი, მეორე თოფს უმიზნებდა მამას და მე ვეცი, მივვარდი, რომ ეს თოფი გამომეგლიჯა და მე მესროლა, ამასობაში ორივე მხარეს დანას მირტყამდა. რამდენიმე ჭრილობა მაქვს", - განაცხადა ზამი როგავამ.  

კაცი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციას დღეს ისევ გაექცა.  ძებნილი შერი, იგივე ვალეტრ როგავა დღეს შეიარღებული გამოჩნდა სოფელ ალერტკარში. ის ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.  

პირველების ინფორმაციით,  ვალტერ როგავა, ტიკტოკერს თავს მეორედ დაესხა. რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი ცნობილ ინფლუენსერს სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და ქალს ფულს სთოვდა, ზამირ როგავამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს, შურისძიების მოტივით კაცმა ნათესავების მოკვლა გადაწყვიტა.

ცნობილი ზუგდიდელი ინფლუენსერი და მისი პენისიონერი მამა ამ დრომდე კლნიკაში რჩებიან. არსებული ინფორმაცით, პენისიონერი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სმინისტროში "პირველებს" განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.