მკვლელობა თბილისში - მოკლულია 15 წლის ბიჭი, სისხლიან გარჩევას წინ დაპირისპირება უძღოდა

04.12.21 22:21
მკვლელობა თბილისში - მოკლულია 15 წლის ბიჭი, სისხლიან გარჩევას წინ დაპირისპირება უძღოდა

ახალი დეტალები თბილისში, სანზონაში მომხდარი მკვლელობის შესახებ - "პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილია 15 წლის ბიჭი. არსებული ინფორმაციით, ლიახვის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. 

ამასთან, "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტები სანზონაში მდებარე საჯარო სკოლიის სიახლოვესაც მიმდინარეობს. აღნიშიშნული ლოკაცია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მკვლელობას წინ, გუშინ მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები