სანზონაში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს

05.12.21 10:03
სანზონაში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სანზონაში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის ფატზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიება 2005 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას, ხოლო 2004 წელს დაბადებულ პ.ვ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.
მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს, - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები