თეონა ჭალიძე და ზურაბ ცეცხლაძე პატიმრებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ
თეონა ჭალიძე და ზურაბ ცეცხლაძე პატიმრებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.
მკაცრი რეჟიმის ციხიდან გამოსული შემზარავი ამბების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და დაპატიმრებული აქტივისტის მამა, ფიქრობენ, რომ არავინ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.
საჭიროების შემთხვევაში ციხეებში ზურა ცეცხლაძე თავად შევა და პატიმრებს პირადად გაესაუბრება.
თეონა ჭალიძის თქმით, მისი პირადი მობილურის ნომერი პენიტენციურ სამსახურს დაბლოკილი აქვს, რის გამოც პატიმრების ნაწილი მას ვერ ურეკავს.
ჩემი ტელეფონის ნომერია, 577 711 731 , მე მზად ვარ, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ნებისმიერ პატიამრტან შევიდე, ვისაც პრობლემა აქვს, ვის მიმართაც კანონი ირღვევა, ვისაც ექცვიან არაადამიანურად, ღირსების შემლახავად, ყველასთან მივიდე, ყველას პრობლემას გავეცნო, ეს ინფორმაცია შემდეგ გამოვიტანო საჯაროდ და საზოგადოებას ვაცნობო. ერთადერთი გამოსავალი, პენიტენციურ დაწესებულებაში შეწყდეს ძალადობა პატიმრებზე, არის ამ ინფორმაციების საჯაროდ გამოტანა და საზოგადოებისთვის მიწოდება, არავის შეგეშინდეთ, მე მზად ვარ, ყველასთან შემოვიდე, ყველას ინფორმაცია წამოვიღო და საზოგადოებას გავაცნო. მთავარია, თქვენ არ შეგეშინდეთ, თუ თქვენს მიმართ ხორციელდება ძალადობა, უღირსი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, ყველამ გადაწყვეტილება მიიღეთ ვაჟკაცურად და ეს ინფორმაციები გამოიტანეთ საზოგადოებისთვის საჯაროდ, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.