პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები ხათუნა ხოფერიასაც აქვს

15.10.26 13:55
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები ხათუნა ხოფერიასაც აქვს

 

 

 

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები "ოცნების" ერთგულ მხარდამჭერს, ხათუნა ხოფერიასაც აქვს - მისი თქმით, ის კითხვები რაც დავით ოქიტაშვილმა დასვმა, მთელ საზოგადოებას აინტერესებს კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძისგან. 

35 წელია ვალაიქებ ყველაფერს, რაც დათოსთან არის დაკავშირებული. პოზიცია მანდ არ არის პრინციპში გამოხატული, დათო სვამს შეკითხვებს. შესაბამისად, ეს შეკითხვები აქვს ყველას - ქართულ საზოგადოებას. ჩვენ მივეჩვიეთ, რატომღაც, ჭორია თუ მართულია, როდესაც ამაზე იწყებენ საუბარს, ადამიანები ააქტიურებენ და ყვებიან და ეს ხდება მნიშვნელოვანი. ამიტომ კარგია, რომ დათომ დასვა ეს შეკითხვები, დაველოდეოთ და ალბათ იქნება პასუხები", - აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან. 

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს. 

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი.