რატომ მოკლეს 15 წლის მოზარდი - ერთ-ერთ ვერსიად გოგონას გამო დაწყებული ჩხუბი სახელდება
რა გახდა სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის მიზეზი - "პირველების" ინფორმაციით, საუბარია ორ ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი გოგონას გამო მოკლეს, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დავით კრავეიშვილის მკვლელებს მაღაზიაში მოზარდის დედის ვალი ჰქონდათ.
15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 2 არასრულწლოვან დააკავა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე მოზარდი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ნახალოვკის საძმოს წევრები იყვნენ.