ნანახით შეშფოთებულები ვართ - "ევრობასკეტის" თამაშებს ჩაშლა ემუქრება

05.12.21 12:21
ნანახით შეშფოთებულები ვართ - "ევრობასკეტის" თამაშებს ჩაშლა ემუქრება

"ევრობასკეტის" თამაშებს ჩაშლა ემუქრება. მოედანი, სადაც საქართელომ ელიტარულ ტურნის უნდა უმასპინძლოს, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

აღნიშნული ტერიტორია "ფიბას" ოფიციალურმა დელეგაციამ მოინახულა და ნანახით შეშფოთებული დარჩა. "ფიბას" აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებით იმედგაცრუებულები არიან. 

ნოვაკს აღნიშნული კომპლექსის მშენებლობის ივლისის თვემდე დასრულება საეჭვოდ ეჩვენება. 

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას მერე, რაც გაწეული სამუშაოები ვნახეთ. კონსრუქციების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შნეობის სახურავი დასრულებული უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ვამბობ, რომ სეროზული ძალისხმევა დაგვჭირდება, დრო გადის, გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა. აქ ყველაფერი უნდა მზად იყოს, რომ თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ვნახე მის გათვალისწინებით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, - განაცხადა ნოვაკმა. 

 საქართველოში სანაკრებო მატჩი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვერ მოესწრო.  გამორიცხული  არ არის ფედერაციამ ჩემპიონატის ჩასატარებლად სხვა ქალაქი აარჩიოს.

აღნიშნული კომპლექსი სპორტდარბაზი ათი ათას მაყურებელზეა გათვლილი და ადგილზე სამუშაოებს ხელისუფლებასთან დაახლოებული შპს "საბაკონსთრაქშენი" აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები