"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - პატიმარი ყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში

16.10.26 11:14
"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - პატიმარი ყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში

 

 

"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - ტერორსა და ძალადობაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა. 

მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე "პირველებს" უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.

მსჯავრდებული ყვება, რომ ის გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯეს, მასზე სასტიკად იძალადეს ჯერ ბადრაგებმა, შემდეგ კი ციხეში შესულმა სპეცრაზმმა.

ცერცვაძე ტერორში რუსთავის ყველაზე მკაცრი რეეჟიმის ციხის უფროს შოთა ტრაპაიძეს და მის მოადგილეებსაც ადანაშაულებს.

პატიმარი გამოყოფს ციხის უფროსის მოადგილეს, დავით ჭანტურიას, რომელიც მიის თქმით განსაკუთრებით აგრესიულია. 

გიორგი დავითაძეზე რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ - ქათამს ეძახდნენ და სოლიდარობა გამოვუცხადე ამ გიორგი დავითაძეს.  შემოვიდნენ ჩემთან საკანში, წინააღმდეგობა  არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გადამიყვანეს საკნიდან, უცებ შუა კორპუსზე გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხი, ამათი დაგრეხვისგან. არ მომიყვანეს ექიმი. რამდენიემ საათში მოვიდა ერთ-ერთი ბადრაგი რომა, კიდევ სხვებიც იყვნენ, მითხრეს რომ მივდიოდი ეტაპში, შეურაცხყოფბეს მაყენებდნენ, მიგრეხდნენ ხელებს, ხორხში მიჭერდნენ, ისე მოვყავდი,რ ომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი. უცებ ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს ჯერ გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და წამომიყვანეს ეტაპში. მონაწილეობას ამ ყველაფერში იღებდა ციხის დირექტორი შოტა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია იყო განსაკუთრებით აგრესიული. ზოგადად მისი ჯალათური საქციელები განთქმულია და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ", - ამბობს პატიმარი. 

მას შემდეგ რაც პატიმარმა "პირველების" რედაქციას მიმართა, ის ციხეში მისმა ადვოკატმა მოინახულა, რის შემდეგაც პატიმრის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც ეცნობა.

ადვოკატი ითხოვს ამოიღონ კამერის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს სასტიკი მოპყრობა ბექა ცერცვაძის მიმართ. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

 რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

  • TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ამჟამად ყოფილი ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
  • ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები