კლუბი "ხიდი" სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს

05.12.21 12:31
კლუბი "ხიდი" სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს

ღამის კლუბ "ხიდის" ხელმძღვანელობა, რომელიც გუშინ შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა, არ გამორცხავს, რომ სახელმწიფოს უჩივლოს და სამართლებრივი დავა დაიწყოს. 

კლუბის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დღეს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

3 დეკემბერს გამართულ ღონისძიენასთან დაკავშირებით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ 1 დეკემბერს გამოცემული დადგენილებით, სადაც სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება განეახლებინათ სამუშაო პროცესი. ამ დადგენილებაშ კვლავ არ მოხვდა კლუბები, მიუხედავად იმისა, რომ ვართ ერთადერთი სფერო, რომელმაც ჩაატარა კვლევითი ღონისძიებები. გადაწყვეტილება გახსნის მივიღეთ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით რა სისტემით უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პრევენცია მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების, - ამბობს კლუბის წარმომადგენელი. 

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო კლუბი "ხიდი" შრომის ინსპექციამ გუშინ ღამით დალუქა და ათი ათასი ლარით დააჯარიმა. 

მსგავსი სიახლეები